სასწავლო პროექტი


                                                 სასწავლო    პროექტი
1.პროექტის სახელწოდება: "The sightseengs of London and Tbilisi",,ინგლისისა და საქართველოს დედაქალაქების  ღირსშესანიშნაობები"
2.პრობლემის განსაზღვრა: მოსწავლეები უცხოური ენის შესწავლისას  უნდა იცნობდნენ  ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხის ,ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს ,მათ ღირსშესანიშნაობებს,მათ უნდა ჰქონდეთ უნარი შეადარონ უცხოური და საკუთარი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ერთმანეთს.ამ მიზნით პროექტზე მუშაობა დაეხმარება მათ ამ კულტურების უკეთ გაცნობაში და შედარებაში.
3.საპროექტო ჯგუფი:  საბაზო საფეხური/ VIII კლასი/
4.მონაწილეთა  რაოდენობა: 20
5.პროექტის მიზანი:  მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან ინგლისის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს,შეადარებენ მათ თავიანთ მშობლიურს,იმუშავებენ ერთ გუნდად,გააუმჯობესებენ ინტერაქციულ და თანამშრომლობით უნარებს.უკეთ ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, დახარისხებას და წარდგენას.გამოიყენებენ ლექსიკურ და გრამატიკულ უნარებს.შეისწავლიან ბევრ ახალ ლექსიკურ ერთეულებს.ისწავლიან მოცემული ინფორმაციის უკეთ თარგმნას.
6.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:შედეგები:  Iუცხ.საბ.11.კულტურათშორისი დიალოგის ხელშემწყობი ინიციატივების გამოვლენა და რეალიზება, სოციოკულტურული თავისებურებების გაზიარება;
Iუცხ.საბ.12  ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარების გამოყენებით იდეების განხორციელება.
პასუხისმგებლობა · სასკოლო და სხვა საქმიანობებში ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
· სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
· საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე პასუხისმგებლობის აღება.
თანამშრომლობა
· მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად;
· განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;
· რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად
გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.
· ჯგუფის წევრებს შორის განაწილებული სამუშაოს შესრულება.
დროსა და სივრცეში
ორიენტირება
· თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრება და ინტერპრეტირება;
· მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების
გათვალისწინებით.
ეთიკა
· ეთიკური და ქცევითი ნორმების დაცვა;
· სოლიდარობის განცდა;
· სხვებისადმი ემპათია;
· პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი;
· განსხვავებულობის მიმღებლობა;
· საკუთარ სოციალურ აქტივობაზე პასუხისმგებლობის გააზრება.
ინფორმაციული და
საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების
გამოყენება
· ინფორმაციის/სასწავლო მასალის (დიდაქტიზებული, პრაგმატული, საინფორმაციო-
შემეცნებითი, გასართობ-შემოქმედებითი ხასიათის ტექსტები) მოძიება ინტერნეტში
სხვადასხვა საძიებო სისტემის მეშვეობით;
· ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო მასალისა
და სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად და პროექტების განსახორციელებლად
(სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათის/მეგობრული წერილის/შეტყობინების
ელექტრონული ვერსიის მიწერა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, უცხოელ
თანატოლებთან ჩეთში მონაწილეობა skype-ის, messenger-ის მეშვეობით;
კვლევა · კვლევითი ამოცანის, კვლევის პროცედურების, მონაცემების მოპოვების გზებისა და
აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა; სათანადო რესურსების შერჩევა;
· კვლევის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა/
ორგანიზება;
· მონაცემების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების
გამოტანა; კვლევის შედეგების შეფასება;
· კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების
დაცვა.
შემოქმედებითი
აზროვნება
· ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
· ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;
7.პროექტის გეგმა:მოსწავლეები გააკეთებენ მონახაზს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებზე და დაინაწილებენ ჯგუფებში რომელი ჯგუფი რომელზე იმუშავებს,შეეცდებიან დაინაწილონ თანაბრად ლონდონის და თბილისის ღირსშესანიშნაობები,როცა ყველა ჯგუფს წარმოდგენილი ექნება თავიანთი მასალა,ისინი გაეცნობიან მთლიანობაში ყველას და ერთობლივად ჩამოაყალიბებენ შედარებას.
8.წინარე ცოდნა: მოსწავლეებს აქვთ ის ლექსიკურ- გრამატიკული უნარები,რომლებიც დაეხმარება მათ პროექტის სწორად განხორციელებაში.პროექტის სირთულე შეესაბამება მათ ენობრივ უნარებს.
9.პროექტის ენა: ინგლისური;ქართული


10.პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე
11.საპროექტო ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება:ჯგუფებში მოვალეობები თანაბრადაა გადანაწილებული,მაგრამ შეირჩევა ჯგუფის ხელმძღვანელი(აქტიური მოსწავლე),რომელიც პასუხისმგებელი იქნება მთავარ ასპექტებზე და დაეხმარება მთლიან ჯგუფს,ისინი წარადგენენ პრეზენტაციასაც.
12.აქტივობები:
●პროექტის შინაარსის გააცნობა.
●პროექტის ეტაპების და შეფასების სისტემის დაგეგმვა/განხილვა.
●მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა, დასამუშავებელი მასალის გადანაწილება,კაპიტნების არჩევა.
●ინფორმაციის მოძიება ლონდონის და თბილისის ღირსშესანიშნაობებზე ინგლისურ ენაზე  ( 1 კვირა)
●მოპოვებულ ინფორმაციის განხილვა,თარგმნა, /დახარისხება.(2 კვირა)
● საპრეზენტაციო მასალის მომზადება Power point-ში.( 1 კვირა)
●პროექტის აუდიტორიის წინაშე წარდგენა,პრეზენტაცია
●ჯგუფის კაპიტნების მიერ პრეზენტაციების წარდგენის  შემდეგ   ზეპირი დისკუსია შედარების მიზნით.
● შეაჯამება/ შეფასება/ უკუკავშირი.
13.რესურსები: ინტერნეტ მასალა,სახელმძღვანელოები ინგლისურ და ქართულ ენებზე,კალამი,ფლიფჩარტი,პროექტორი.სურათები.
14.პროექტის მონიტორინგი და შეფასება: პროექტის მიმდინარეობის მანძილზე ვაკვირდები მოსწავლეთა მუშაობას და ვაფასებ განმავითარებელი შეფასების რუბრიკის მიხედვით.
დაკვირვების საგანი
კომენტარი
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფებში

დაცულია თუ არა დროის ლიმიტი


ყველა ჯგუფი მონაწილეობს თუ არა თანაბრად

შეხვედრები არის თუ არა საქმიანი

სწორად არის თუ არა მიგნებული საკვლევი მასალა

პრეზენტაციის შემდეგ განმავითარებელი კომენტარით ვაფასებ პროექტის შედეგებს.
მოსწავლეები მოგვაწვდიან უკუკავშირს პროექტთან დაკავშირებით.
15.პროექტის ფასილიტატორის სახელი და გვარი: ნათია გუბელაძე
16.პროექტის ფასილიტატორის ელ–ფოსტა: natiagubeladze777@gmail.com


No comments:

Post a Comment